Thumbnail

2020 წელს Westside Gunn და Madlib ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ელვინ ვორთის, იგივე Westside Gunn-ის ინფორმაციით, მისი და ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის, მედლიბის ერთობლივი ალბომი 2020 წელს გამოვა. ამის შესახებ ბუფალოელმა რეპერმა ინსტაგრამზე დაწერა. 

► მოუსმინეთ: Griselda ახალ ალბომს WWCD ავრცელებს 

► მოუსმინეთ: DJ Premier - Headlines Ft. Westside Gunn, Conway & Benny 

► მოუსმინეთ: The Alchemist - Fork In The Pot Ft. Conway, Westside Gun & ScHoolboy Q 

ამასთან, ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ გაერთიანების Griselda დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ 2020 წლის შემდეგ ის მუსიკალურ კარიერას დაასრულებს. ემსის თქმით, მისი დისკოგრაფია საკმარისზე მეტ ნამუშევრებს მოიცავს, რომელთა წყალობითაც ის ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ რეპერად დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ვესთსაიდ განმა და მედლიბმა თანამშრომლობა წარსულში უკვე მოახერხეს. მათი ერთობლივი კომპოზიცია Gunnlib ემსის 2019 წლის ალბომში Flygod Is An Awesome God შედის.

ვესთსაიდ განმა მუსიკალური მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და ორ წელიწადში საკუთარ ძმასთან, ქანვეისთან ერთად გაერთიანება Griselda ჩამოაყალიბა. კოლექტივის წევრები პირველი ბუფალოელი რეპერები არიან, რომლებმაც კონტრაქტი მსხვილ ლეიბლებთან Shady Records და Roc Nation გააფორმეს. ანდერგრაუნდ ემსის შემოქმედება 20-ზე მეტ სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის განმავლობაში ელვინმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან მოასწრო თანამშრომლობა, როგორებიც არიან: Madlib, The Alchemist, Dj Muggs, Dj Premier, MF Doom, Eminem, Black Thought, 50 Cent, Pete Rock და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული