Thumbnail

ნახეთ: Jehnny Beth კომპოზიციაზე I’m the Man გადაღებულ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ფრანგი არტისტი კამილ ბერთომიერი, სასცენო სახელით Jehnny Beth, კომპოზიციაზე I’m the Man გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი პოპულარული სერიალის Peaky Blinders ახალი სეზონის ერთ-ერთი საუნდტრეკია. ვიდეორგოლში სწორედ ამ ტელეშოუს მთავარი როლი შემსრულებელი, კილიან მერფი მონაწილეობს.

ფრანგი მუსიკოსი და მსახიობი, კამილ ბერთომიერი 2006 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და ნიკოლა კონჟთან ერთად ლო-ფაი დუეტი John & Jehn შექმნა. 2008 წელს არტისტებმა პროექტისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელეს. 2010 წელს კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Time for the Devil გამოსცეს.

2011 წელს კამილმა პოსტ პანკ ჯგუფი Savages შექმნა, რომელთან ერთადაც ორი წლის შემდეგ პირველი ალბომი Silence Yourself გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული