Thumbnail

ნახეთ: The Weeknd ვიდეორგოლს Heartless ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა მუსიკოსმა The Weeknd ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Heartless გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვიზუალურ ნამუშევარში ატლანტელი პროდიუსერი Metro Boomin მონაწილეობს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი სწორედ მეთრო გახლავთ. ჩანაწერი კანადელი არტისტის მომავალი ალბომის Chapter VI ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: The Weeknd - Blinding Lights 

უიქენდმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წლის მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოსცა. 2013-16 წლებში არტისტმა 3 სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა, რომლებმაც კომერციული წარმატება მოიპოვეს. 2018 წელს შემსრულებელმა EP სახელწოდებით My Dear Melancholy გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. სამი გრემის მფლობელი მომღერლის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. მუსიკოსის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ. ქელიმ იქონიეს. დღეს უიქენდი მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული