Thumbnail

ნახეთ: Fatoumata Diawara-მ კომპოზიცია Nterini შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

მალელი არტისტი, ფატუმატა დიავარა მედიაპლატფორმას Colors ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში A Colors Show კომპოზიცია Nterini შეასრულა. სინგლი ფატუმატას რიგით მესამე ალბომში Fenfo (Something To Say) შედის, რომელიც გაყიდვაში 2018 წელს ჩაეშვა.

► ნახეთ: Fatoumata Diawara-მ გრემიზე სიმღერა Negue Negue შეასრულა

მსახიობმა და მუსიკოსმა, ფატუმატა დიავარამ სადებიუტო ალბომი Fatou თაყვანისმცემლებს 2011 წელს შესთავაზა. ჩანაწერი არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Bissa და Clandestin მოუტანა. შარშან შემსრულებელმა ბრიტანულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად კომპოზიცია Ultimatum ჩაწერა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული