Thumbnail

ნახეთ: Wu-Tang Clan-ის წევრების შვილების ჯგუფმა სადებიუტო სინგლი 7.O.D გაავრცელა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების Wu-Tang Clan წევრების: Ghostface Killah, Ol’ Dirty Bastard, U-God და Method Man შვილებმა კოლექტივი 2nd Generation Wu (ვუ-თენგის მეორე თაობა) ჩამოაყალიბეს. ახალბედა არტისტებმა Sun God, Young Dirty Bastard, iNTeLL და PXWER სადებიუტო სინგლი 7.O.D გამოაქვეყნეს, რომელიც მათი მშობლების საკულტო კომპოზიციის C.R.E.A.M. შთაგონებითაა შექმნილი.

1994 წელს გამოშვებული C.R.E.A.M. (Cash Rules Everything Around Me) ვუ-თენგის სადებიუტო ალბომის სინგლია, რომლის პროდიუსერიც ჯგუფის ფაქტობრივი ლიდერი RZA გახლავთ. ტრეკმა კოლექტივს პოპულარობა მოუტანა, ასევე, დიდი გავლენა იქონია არაერთი ცნობილი მუსიკოსის შემოქმედებაზე. სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა ნამუშევარს ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად მოიხსენიებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული