Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტი ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

10 გრემის მფლობელი ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ბრიტანული Vogue-ის იანვრის ნომრის სტუმარია. არტისტმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გარეკანზეც მოხვდა.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტის მონაწილეობით მიუზიკლ Cats-ის ახალი თრეილერი გავრცელდა

► მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა შონ მენდესთან ერთად სიმღერის Lover რემიქსი გაავრცელა

ბრიტანელი ფოტოგრაფის, ქრეიგ მაქდინის ობიექტივში მომღერალი "შანელის" სამოსში პოზირებს.

მუსიკოსმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში სვიფტმა Grammy-ის პირველი ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული