Thumbnail

ნახეთ: სემ სმიტმა და ნორმანიმ Dancing With A Stranger კონცერტზე პირველად შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, სემ სმიტმა ფლორიდის ქალაქ ტამპაში გამართულ კონცერტზე ამერიკელ მომღერალ ნორმანისთან ერთად კომპოზიცია Dancing With A Stranger შეასრულა. იანვარში გამოშვებული სინგლი არტისტებმა ცოცხლად პირველად იმღერეს.

► მოუსმინეთ: სემ სმიტმა და რენე ზელვეგერმა ფილმისთვის Judy კომპოზიცია ჩაწერეს

► მოუსმინეთ: Normani-ს სადებიუტო სინგლის Motivation რემიქსში 21 Savage მონაწილეობს

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

ნორმანი ჰამილტონმა კი შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა ჯგუფ Fifth Harmony-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელშიც ერთ დროს კუბელი პოპვარსკვლავი, კამილა კაბეიოც მღეროდა. აღსანიშნავია, რომ არტისტის მიერ Khalid-თან ერთად ჩაწერილმა სინგლმა Love Lies ბილბორდის ჩარტში მეცხრე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული