Thumbnail

Fat Joe ახალ ალბომს აანონსებს, რომელშიც Eminem მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯოზეფ ანტონიო კარტაგენას, ფსევდონიმით Fat Joe, ახალი ალბომი Family Ties გაყიდვაში 6 დეკემბერს ჩაეშვება. ვეტერანმა ემსიმ იმ კოლეგების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც მისი სტუდიური ჩანაწერის შექმნაში წვლილი შეიტანეს. ნამუშევარში ისეთი ცნობილი რეპერები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Eminem, Lil Wayne, Cardi B და სხვა.

► მოუსმინეთ: Fat Joe - Yes Ft. Cardi B, Anuel AA 

► ნახეთ: Fat Joe ვიდეორგოლს Pullin აქვეყნებს 

ვეტერანმა ბრონქსელმა აგრეთვე ალბომის სინგლი Deep გამოაქვეყნა. 

რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 1992 წელს, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Diggin' In The Crates Crew (D.I.T.C.) დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო სოლო ალბომი Represent გაავრცელა. ჯოს ამ დრომდე 10 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული