Thumbnail

ნახეთ: Katy Perry საშობაო კლიპს Cozy Little Christmas ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, კეტი პერი კომპოზიციაზე Cozy Little Christmas გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპზე რეჟისორთა გაერთიანებამ WATTS იმუშავა. 2018 წელს გამოშვებული სიმღერა არტისტმა საშობაო შვებულების შთაგონებით დაწერა, რომელიც ოჯახთან ერთად მან დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაატარა. 

► ნახეთ: Katy Perry - Harleys In Hawaii

ეს მეორე საახალწლო ტრეკია, რომელიც კეტი პერიმ 2015 წელს გავრცელებული Every Day is a Holiday-ს შემდეგ გამოუშვა.

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული