Thumbnail

მოუსმინეთ: ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა დევიდ ბოუის Life on Mars დააქავერეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრებმა, ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა ლეგენდარული მუსიკოსის, დევიდ ბოუის სიმღერის Life on Mars ქავერ ვერსია გაავრცელეს. კომპოზიცია HBO-ს ახალი სერიალის Watchmen საუნდტრეკების ალბომის მესამე ნაწილში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 16 დეკემბერს გამოიცემა.

► ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა Watchmen-ის საუნდტრეკების ალბომი გაავრცელეს

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი 2005 წლიდან თანამშრომლობენ. 2010 წელს მუსიკოსებმა დევიდ ფინჩერის ფილმის The Social Network საუნდტრეკით ოსკარის მოგება მოახერხეს, 3 წლის შემდეგ კი ამავე რეჟისორის ნამუშევრისთვის The Girl with the Dragon Tattoo შექმნილი ჩანაწერით გრემის ჯილდო მიიღეს. 2016 წელს ატიკუს როსი რეზნორის პროექტს Nine Inch Nails შეუერთდა. 2018 წელს არტისტებმა ბენდის რიგით მეცხრე ალბომი Bad Witch გაავრცელეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული