Thumbnail

Lil Wayne მარიხუანის ბიზნესში ერთვება 

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ლუიზიანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დუეინ კარტერი, ფსევდონიმით Lil Wayne, არაერთი ცნობილი კოლეგის მსგავსად, მარიხუანის ბიზნესში ერთვება. ვეტერანმა ემსიმ პრემიუმ ხარისხის კანაფის მწარმოებელი კომპანია GKUA დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაცია უეინმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა.

► ნახეთ: Drake მარიხუანის ბიზნესს იწყებს

► Jay-Z მარიხუანის ბიზნესში ერთვება

► ნახეთ: Wiz Khalifa-მ კანაფის ზეთი გამოუშვა

"იყო დრო, მარიხუანას მხოლოდ გართობისთვის მოვიხმარდი, მაგრამ ახლა მას შთაგონებისთვის ვეწევი. GKUA-სთან ერთად გიზიარებთ იმ შეგრძნებას, რაც მიყვარს", - აღნიშნა რეპერმა.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის ახალი ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული