Thumbnail

2019 წლის ყველაზე პოპულარული კეიპოპ არტისტები და ჯგუფები გამოვლინდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმა Tumblr-მა 2019 წლის ყველაზე პოპულარული კეიპოპ ჯგუფების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალს ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ლიდერობს. ამასთან, კოლექტივის სახელწოდება, სერიალ Good Omens-ის შემდეგ, ვებგვერდზე ყველაზე ხშირად მოძებნილ სიტყვებს შორის მეორე ადგილზეა.

► "BTS-ის ყველა წევრს მოუწევს ჯარში წასვლა" - სამხრეთ კორეის კულტურის მინისტრის კომენტარი

► კეიპოპ არტისტები Jung Joon Young და Choi Jong Hoon ჯგუფური გაუპატიურებისთვის გაასამართლეს

► 28 წლის კეიპოპ მუსიკოსი Goo Hara გარდაცვლილი იპოვეს

2019 წლის ყველაზე პოპულარული კეიპოპ ჯგუფების ათეული ასეთია:

BTS
Stray Kids
EXO
Monsta X
NCT 127
SEVENTEEN
BLACKPINK
GOT7
ATEEZ
NCT Dream

Tumblr-მა აგრეთვე ტოპ 10 კეიპოპ არტისტი დაასახელა:

Jungkook - BTS
Jimin - BTS
V - BTS
Suga - BTS
RM - BTS
Jin - BTS
J-Hope – BTS
Bang Chan - Stray Kids
Baekhyun – EXO
Jaehyun - NCT 127

აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარული კეიპოპ არტისტების 50-ეულში მხოლოდ ექვსი ქალი მუსიკოსი მოხვდა. მათ შორის ტოპ პოზიციაზე, 27-ე ადგილზე BLACKPINK-ის წევრი Jennie-ია. 

"ტოპ 50-ში სულ ექვსი ქალი მოხვდა. სამი მათგანი BLACKPINK-ის წევრია, სამი კი Red Velvet-ის. ასეულში კი 19 ქალი არტისტი მოხვდა. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს მათი რაოდენობა გაიზრდება", - განაცხადა Tumblr-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ამანდა ბრენანმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული