Thumbnail

Questlove საკონცერტო სერიის, Black Woodstock-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ეპოქალური ჰიპ ჰოპ კოლექტივის, The Roots-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დრამერი ამირ ტომპსონი, ფსევდონიმით Questlove, 1969 წლის ზაფხულში ჰარლემში გამართული საკონცერტო სერიის Harlem Cultural Festival, იგივე Black Woodstock-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. სურათში დღემდე უცნობი საარქივო ვიდეომასალა იქნება გამოყენებული. ნამუშევრის გავრცელების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

► Questlove: The Roots-ის ახალ ალბომში J Dilla-ს ბითებს გამოვიყენებთ

საკონცერტო სერიის ფარგლებში მსმენელების წინაშე ისეთი ცნობილი არტისტები წარდგნენ, როგორებიც არიან: ნინა სიმონე, სტივი უანდერი, B.B. King და სხვები. ღონისძიებას, რომელიც აფროამერიკული მუსიკისა და კულტურის პრომოუშენისთვის ჩატარდა, 300,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ფილმში Questlove-ის სარეჟისორო დებიუტი შედგება.

"იქ მართლაც არაჩვეულებრივი პერფორმანსები იყო. შოკში ვიყავი, როცა პირველად ფესტივალის დაკარგული მასალა ვნახე. ბედნიერი ვარ, რომ ეს ისტორია სწორედ მე უნდა გადმოგცეთ", - განაცხადა მუსიკოსმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული