Thumbnail

ნახეთ: Free Nationals-მა და Anderson .Paak-მა კომპოზიცია Gidget შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიულმა ბენდმა Free Nationals და ბრენდონ ფექ ანდერსონმა, ფსევდონიმით Anderson .Paak, ჯიმი ფელონის ღამის შოუში კომპოზიცია Gidget შეასრულეს. სინგლი Free Nationals-ის ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Free Nationals – Shibuya Ft. Syd

► მოუსმინეთ: Mark Ronson - Then There Were Two Ft. Anderson .Paak

ბენდი Free Nationals გრემის მფლობელმა არტისტმა, Anderson .Paak-მა ჩამოაყალიბა. იმის მიუხედავად, რომ მულტიინსტრუმენტალისტი ანდერსონი ჯგუფის ოფიციალური წევრი არ გახლავთ, მუსიკოსები ერთმანეთთან საკმაოდ ხშირად თანამშრომლობენ. კოლექტივი ამჟამად სადებიუტო ალბომზე მუშაობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული