Thumbnail

ნახეთ: Megan Thee Stallion ჰიტის Hypnotize ბითზე ფრისტაილს კითხულობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა სამხრეთელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ეპოქალური კოლეგის, ნოტორიუს ბიაიჯის ჰიტის Hypnotize ინსტრუმენტალზე ფრისტაილი წაიკითხა. პოპულარულმა ჰიუსტონელმა რეპერმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

► ნახეთ: Megan Thee Stallion გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა 

► Megan Thee Stallion: ქალ რეპერებთან კონკურენცია არ მადარდებს 

► ნახეთ: Megan Thee Stallion – Ride Or Die Ft. VickeeLo

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის პირველი მიქსტეიპით Fever გაიცნო. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული