Thumbnail

ნახეთ: Megan Thee Stallion გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ჰიუსტონელი რეპერი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, მედიაპლატფორმას National Public Radio ესტუმრა. ახალგაზრდა სამხრეთელმა არტისტმა ცნობილ გადაცემაში Tiny Desk კომპოზიციები Realer, Freak Nasty, Cash Shit, Big Ole Freak, Hot Girl Summer, Fucking Around და Money Good შეასრულა.

► Megan Thee Stallion: ქალ რეპერებთან კონკურენცია არ მადარდებს 

► ნახეთ: Megan Thee Stallion – Ride Or Die Ft. VickeeLo 

► ნახეთ: Megan Thee Stallion-მა კომპოზიციები Hot Girl Summer და Cash Shit შეასრულა 

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის პირველი მიქსტეიპით Fever გაიცნო. მუსიკოსის პოპულარული ტრეკებია: Big Ole Freak, Realer, Cash Shit და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული