Thumbnail

ნახეთ: Haim-მა Robyn-ის კომპოზიციის Show Me Love ქავერ ვერსია შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა პოპ როკ ჯგუფმა Haim რადიოსადგურ BBC Radio 1-ის ეთერში პიანინოს თანხლებით შვედი მუსიკოსის, Robyn-ის კომპოზიციის Show Me Love ქავერ ვერსია და თავისი სიმღერა Hallelujah შეასრულა.

► ნახეთ: Haim ახალ კლიპს Hallelujah ავრცელებს

► ნახეთ: პოლ ტომას ანდერსონმა ჯგუფ Haim-ის კლიპი Now I’m in It გადაიღო

Show Me Love რობინის სადებიუტო ალბომის Robyn Is Here სინგლია, რომელიც გაყიდვაში 1997 წელს ჩაეშვა. Hallelujah კი ბრიტანელმა მუსიკოსებმა მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გაავრცელეს.

Haim ამერიკელმა დებმა: ესტე, დანიელე და ალანა ჰაემებმა 2007 წელს შექმნეს. 2013 წელს არტისტებმა სადებიუტო ალბომი Days Are Gone გაავრცელეს. 2017 წელს კი მუსიკოსებმა მეორე სტუდიური ჩანაწერი Something to Tell You გამოსცეს. ბენდის შემოქმედება პოპ როკსა და სოფთ როკს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული