Thumbnail

ნახეთ: SiR ვიდეორგოლს Mood ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრი, არენბი შემსრულებელი სერ ფარისი, ფსევდონიმით SiR, კომპოზიციაზე Mood გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ხსენებული კოლექტივის ახალი წევრი Zacari მონაწილეობს. ტრეკი სერის 2019 წლის ალბომის Chasing Summer ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: SiR კომპოზიციას John Redcorn ასრულებს 

► ნახეთ: SiR ვიდეორგოლს New Sky ავრცელებს 

► ნახეთ: არენბი არტისტმა SiR კომპოზიციები New Sky და You Can't Save Me შეასრულა 

არენბისა და სოულის შემსრულებელმა კარიერა 2012 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა 2015 წლის ჩანაწერით Seven Sundays მოიპოვა. ამავე წელს სერი Top Dawg Entertainment-ის წევრი გახდა. 2016-17 წლებში კალიფორნიელმა არტისტმა ორნაწილიანი EP სახელად HER და HER TOO გაავრცელა. ერთი წლის შემდეგ გაყიდვაში სერის სადებიუტო ალბომი November ჩაეშვა, რომელმაც მსმენელთა მოწონება დაიმსახურა. მუსიკოსი ყველაზე ხშირად სწორედ TDE-ის წევრებთან, ჯეი როქთან, სქულბოი ქიუსთან და აიზეა რაშადთან თანამშრომლობს. მისი ცნობილი კომპოზიციებია: D'Evils, Queen, Summer In November, All In My Head, Cadillac Dreams, Something Foreign და სხვა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული