Thumbnail

ნახეთ: Scratch The Floor-მა Monoplane-ის კომპოზიცია "ცრემლები" დააქავერა

ქართული ნიუ მეტალ ჯგუფი Scratch The Floor ვალერი ხაჩიძის ბენდის Monoplane კომპოზიციის "ცრემლები" ქავერ ვერსიას და მასზე შექმნილ ტექსტურ ვიდეოს ავრცელებს.

► ნახეთ: Scratch The Floor - Requiem

Monoplane ვალერი ხაჩიძემ თბილისში 2002 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება პანკს, ფსიქოდელიურ როკსა და ალტერნატიულ როკს მოიცავს.

Scratch The Floor კი თბილისში 2012 წელს შეიქმნა. ბენდის დისკოგრაფია ორ ალბომსა და ერთ EP-ს ითვლის. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Hellhound ჯგუფმა 2017 წლის დეკემბერში გამოსცა. 2018 წელს კოლექტივმა სომხეთში, პოლონეთსა და ჩეხეთში ტურნე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული