Thumbnail

ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, ოტის ჯექსონმა, ფსევდონიმით Madlib და მისმა უმცროსმა ძმამ, რეპერმა მაიკლ ჯექსონმა, სასცენო სახელით Oh No, დუეტი The Professionals ჩამოაყალიბეს და ამავე დასახელების ალბომი დააანონსეს. ჯექსონების ერთობლივი ნამუშევარი გაყიდვაში 2020 წლის 17 იანვარს ჩაეშვება.

► Talib Kweli: Black Star-ისა და Madlib-ის ალბომზე მუშაობა დასრულებულია 

► Madlib: მე, ქანიემ და ქენდრიქმა 40-მდე ტრეკზე ვითანამშრომლეთ 

► ნახეთ: Madlib-მა Mac Miller-ისა და Freddie Gibbs-ის უცნობი ტრეკები გააჟღერა 

მუსიკოსებმა ალბომის სადებიუტო სინგლი Superhumans გამოაქვეყნეს. ჩანაწერში ნიუ იორკელი რეპერები, ვეტერანი ემსი Chino XL და ანდერგრაუნდ არტისტი Elzhi მონაწილეობენ. 

მედლიბმა უმცროს ძმასთან წარსულში არაერთხელ ითანამაშრომლა, თუმცა, ერთობლივი ალბომი დღემდე არ გამოუშვიათ. რეპერმა Oh No სახელი ჰიპ ჰოპ დუეტში Gangrene მოღვაწეობით გაითქვა. გაერთიანების მეორე წევრი კიდევ ერთი ცნობილი პროდიუსერი The Alchemist გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული