Thumbnail

Lil Uzi Vert: რიანა მე არასდროს შემომხედავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სიმირ ვუდსმა, ფსევდონიმით Lil Uzi Vert, სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მსმენელი დაინტერესდა, რას ფიქრობს ლილ უზი მისი და რიანას შესაძლო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ.

► Lil Uzi Vert სტუდენტს: მაჩვენე შენი ნიშნები და სწავლის ფულს გადაგიხდი

► ნახეთ: ლილ უზი ვერტმა ფლოიდ მეივეზერისგან $1,7 მილიონად "ბუგატი" შეიძინა

► ნახეთ: Lil Uzi Vert დაცვის წევრებს Gunna-ს ფანი ეგონათ და სცენიდან ჩაჰყავდათ

"სანამ მისთვის ერთადერთი არ გავხდები, ჩვენ ვიმეგობრებთ. მანამდე არ მინდა, მესმოდეს, რომ ის ზედმეტად სრულყოფილია ჩემთვის", - დაწერა მუსიკოსმა, თუმცა, მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა.

"ჯანდაბა, ის არასდროს არ შემომხედავს", - დაამატა მოგვიანებით.

როგორც ცნობილია, რეპერი რიანას დიდი ხნის თაყვანისმცემელია. უზის საჯაროდ არაერთხელ გამოუხატავს სიმპატია ბარბადოსელი მომღერლის მიმართ. მას არაერთხელ სცმია რირის გამოსახულების მქონე მაისური.

ლილ უზი ვერტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო და დღეისთვის ერთადერთი სტუდიური ალბომი Luv Is Rage 2 გაავრცელა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა და მალევე მოიპოვა პლატინის სტატუსიც. ნამუშევრის წამყვანი კომპოზიცია XO Tour Llif3 გახლავთ, რომელიც იმავე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ ჰოპ ტრეკი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული