Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარკელ სკოტმა, ფსევდონიმით Bishop Nehru, ახალი კომპოზიცია Fuck The World და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ახალგაზრდა ემსის ტრეკის პროდიუსერი ლეგენდარული მუსიკოსი DJ Premier გახლავთ. 

► ნახეთ: Bishop Nehru - LIFE 

► ნახეთ: Bishop Nehru - I Miss 

► მოუსმინეთ: Bishop Nehru - Dreams Beat Screams

ბიშოფმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი უპირატესობას ჰიპ ჰოპის ძველი სკოლის კითხვის მანერას ანიჭებს. არტისტის შემოქმედებიდან 2014 წლის კოლაბორაციული სტუდიური ნამუშევარი NehruvianDoom გამოირჩევა, რომელზეც მარკელმა ლეგენდარულ კოლეგასთან, MF Doom-თან ერთად იმუშავა. 2018 წელს შემსრულებელმა ალბომი Elevators (Act I & II) გამოუშვა, რომელზეც ძირითადად ცნობილმა კანადელმა პროდიუსერმა, KAYTRANADA-მ იმუშავა. ბიშოპი ეპოქალური რეპერის, ნასირ ესკობარ ჯოუნსის ერთ-ერთი საყვარელი ახალგაზრდა არტისტია.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული