Thumbnail

ნახეთ: The Pussycat Dolls-მა ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველი პერფორმანსი გამართა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ჯგუფი The Pussycat Dolls თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. არტისტებმა გადაცემა The X Factor-ის ფინალურ შოუზე ჰიტები Buttons, Don’t Cha, When I Grow Up და ახალი კომპოზიცია React შეასრულეს. სინგლი მუსიკოსების რიგით მესამე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემაც 2020 წელს იგეგმება.

მოცეკვავეთა ჯგუფი The Pussycat Dolls ქორეოგრაფმა რობინ ანტინმა ლოს ანჯელესში 1995 წელს შექმნა. რამდენიმე წელიწადში მას ცნობილი პროდიუსერი, ჯიმი იოვინი დაუკავშირდა და ამავე სახელწოდების მქონე მუსიკალურ კოლექტივად ჩამოყალიბება შესთავაზა. 2003 წელს კერმიტ ბეჩერს, კიმბერლი უაიეტს, ეშლი რობერტსს და ჯესიკა სატას მომღერლები ნიკოლ შერზინგერი, მელოდი თორნტონი და კაია ჯონსი შეუერთდნენ.

2005 წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი PCD გაავრცელა. მუსიკოსებმა კარიერის განმავლობაში 54 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდეს. მათი შემოქმედება არენბის, პოპსა და ჰიპ ჰოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული