Thumbnail

Cardi B: ამ სამი ქალი მუსიკოსის დანახვისას, ყოველთვის ვშეშდები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ჟურნალ Vogue-ის რუბრიკაში 73 Questions მონაწილეობისას, ის სამი ქალი მუსიკოსი დაასახელა, რომლებთან შეხვედრის დროსაც მუდმივად ნერვიულობს და რომლებიც მასზე ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენენ.

► ნახეთ: Cardi B "პეპსის" საახალწლო რეკლამაში

► Cardi B: რიანა ნამდვილი გენიოსია

"ბიონსე, ლედი გაგა და რიანა - როცა მათ ვხედავ, პირდაპირ ვშეშდები", - ამბობს ქარდი.

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული