Thumbnail

Travis Scott კომპილაციურ ალბომს Jack Boys აანონსებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, ტრევის სკოტმა კომპილაციური ალბომი Jack Boys დააანონსა. სტუდიური ჩანაწერის გავრცელების თარიღი უცნობია, თუმცა, ტრევისის თქმით, ნამუშევარი მალე გამოიცემა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰიუსტონელმა მუსიკოსმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.

► Travis Scott: ჩემი მუსიკა მხოლოდ ჰიპ ჰოპს არ მიეკუთვნება 

სტუდიურ ჩანაწერში მონაწილეობას თავად სკოტის გარდა, მის ლეიბლში Cactus Jack გაწევრიანებული ახალბედა არტისტები Sheck Wes, Don Toliver და Chase B, ასევე, მოწვეული მუსიკოსები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ტრევისის ბოლო კომპოზიცია Highest In The Room სწორედ ამ ნამუშევრის მთავარი სინგლია.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული