Thumbnail

ცნობილმა სამხრეთაფრიკულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა Die Antwoord ახალი კომპოზიცია Baita Jou Sabela და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსების მომავალ ალბომში House of Zef იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის იანვარში ჩაეშვება. ჩანაწერში ჰიპ ჰოპ არტისტი Slagysta მონაწილეობს.

► ნახეთ: Die Antwoord გეი მამაკაცის შეურაცხყოფის გამო ფესტივალებიდან მოხსნეს

Die Antwoord აფრიკაანსზე "პასუხს" ნიშნავს. ბენდი რეპერებმა უოტკინ ტიუდორ ჯონსმა, სასცენო სახელით Ninja, ანრი დიუ ტოიტმა, ფსევდონიმით Yolandi Visser და პროდიუსერმა ჯასტინ დე ნობრეგამ, იგივე DJ Hi-Tek-მა ან God-მა, 2008 წელს ქალაქ კეიპტაუნში ჩამოაყალიბეს. კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ ჰიპ ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. ჯგუფი თავს სამხრეთაფრიკული კონტრკულტურული მოძრაობის Zef-ის წევრად მოიაზრებს. 2018 წლის 26 აგვისტოს დუეტი ქართველი მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ის ფარგლებში წარდგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული