Thumbnail

ნახეთ: ჯგუფმა "წერილი" ახალი სიმღერა "მასთან" შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ჯგუფმა "წერილი" სტუდიაში ახალი კომპოზიცია "მასთან" დაუკრა. სიმღერას კოლექტივის ფრონტმენთან, გია თოიძესთან ერთად ბენდ Afternoon Version-ის დამაარსებელი, გიტარისტი ზურა ძაგნიძე, ფსევდონიმით Zuricha ასრულებს. ვიდეოს ავტორი კოტე კალანდაძეა.

► ნახეთ: ჯგუფმა "წერილი" აქცია-კონცერტზე კომპოზიცია "ისევ არა ჩანს მზე" შეასრულა

► მოუსმინეთ: ზურა ძაგნიძის ახალი ალბომი Inside Out

პოსტ პანკის, გოთიკისა და ალტერნატიული როკის ჟანრებში მოღვაწე ჯგუფი "წერილი" 1995 წელს თბილისში გია თოიძემ ჩამოაყალიბა. 2001 წლამდე კოლექტივს "ამორალი" ერქვა. კოლექტივს დღემდე 6 ალბომი აქვს გამოშვებული. ბოლო მათგანი "მასაში გხედავ" ბენდმა 2018 წელს გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული