Thumbnail

Noname: აღარ მინდა, რომ თეთრკანიანებისთვის ვიცეკვო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი და პოეტი, ფატიმა უორნერი, სასცენო სახელით Noname, იმ აუდიტორიის წინაშე, რომელშიც ძირითადად თეთრკანიანი ადამიანები იქნებიან, პერფორმანსების გამართვას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა, თუმცა, მოგვიანებით პოსტები წაშალა.

► მოუსმინეთ: Noname - Song 32

"მინდა, გითხრათ, რომ გული ბედნიერებით აღარ მევსება. ფანებთან ურთიერთობა არაჯანსაღი გახდა. ამჟამად ახალი ალბომის გამოშვებაზე ვარ ორიენტირებული. შემდეგ კი ჩემს წიგნებთან დაკავშირებული ორი ღონისძიება უნდა გავმართო. ჩემს შემოქმედებას მეტწილად თეთრკანიანი მსმენელი ჰყავს, რომელთაც ურჩევნიათ, შეურაცხმყონ, ვიდრე ლიბერალიზმი გამოავლინონ. ეს ათასობით ადამიანი რასიზმს გამოხატავს და "ნიგერს" მეძახის ხოლმე. აღარ მინდა, რომ სცენაზე თეთრკანიანებისთვის ვიცეკვო. არ მსურს, რომ იმათ, ვინც მხარს არ მიჭერს, ინტერნეტსივრცეში ჩემი კომპოზიციების უფასოდ მოსმენის საშუალება ჰქონდეთ. რომ იცოდეთ, შავკანიანი არტისტების უმრავლესობა გრძნობს დისკომფორტს იმ აუდიტორიის წინაშე, რომლის დიდი ნაწილიც თეთრკანიანია. უბრალოდ, ამის შესახებ საჯაროდ არ საუბრობენ შიშის, ფულისა და ვალდებულებების გამო", - ამბობს ნოუნეიმი.

ნოუნეიმმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. ახალგაზრდა არტისტი თანამედროვე ლირიკული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. 2016 წელს რეპერმა ოფიციალური მიქსტეიპი Telefone გამოქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. თუმცა, მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წლის სადებიუტო ალბომით Room 25 გახდა. სტუდიური ჩანაწერი არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. მისი შემოქმედება კლასიკური ჰიპ ჰოპის, ჯაზისა და ნეო სოულის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული