Thumbnail

ნახეთ: Ozuna-მ ახალი ალბომი Nibiru და ორი ვიდეოკლიპი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პუერტორიკოელმა არტისტმა, Ozuna-მ ახალი, რიგით მესამე ალბომი Nibiru გაავრცელა. სტუდიური ჩანაწერი სულ 18 სიმღერას აერთიანებს.

► ნახეთ: როზალიამ და ოზუნამ MTV VMA-ზე Yo x Ti, Tu x Mi და Aute Cuture შეასრულეს

► ნახეთ: Ozuna-მ ჯიმი ფელონის შოუში Baila Baila Baila და Taki Taki შეასრულა

მუსიკოსმა ასევე ნამუშევარში შესულ ორ კომპოზიციაზე Fantasía და Nibiru კლიპები გადაიღო

ხუან კარლოს ოზუნა როსადომ შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. 2017 წელს მან სადებიუტო ალბომი Odisea გაავრცელა. მომღერლის არაერთ კომპოზიციას იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული. ბოლო სტუდიური ნამუშევარი Aura არტისტმა შარშან გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული