Thumbnail

გთავაზობთ 2019 წლის ნოემბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

10. Reason - Flick It Up ft. Ab-Soul

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტებმა Reason და Ab-Soul ახალი კომპოზიცია Flick It Up და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელეს. ტრეკი გაერთიანება Top Dawg Entertainment-ის წევრების პირველი ერთობლივი ჩანაწერია. 

9. Joy Orbison & Overmono - Bromley

ბრიტანელმა მუსიკოსმა, პიტერ ო'გრეიდიმ, სასცენო სახელით Joy Orbison და დუეტმა Overmono ახალი კომპოზიცია Bromley გამოუშვეს. ტრეკი 12-ინჩიან ვინილზე ლონდონურმა ლეიბლმა XL Recordings გამოსცა.

8. Griselda - City on the Map ft. 50 Cent

ნიუ იორკულმა ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Griselda ახალი კომპოზიცია City on the Map გაავრცელა. ჩანაწერში ვეტერანი რეპერი კურტის ჯექსონი, ფსევდონიმით 50 Cent მონაწილეობს.

7. Gang Starr - Get Together ft. Ne-Yo & Nitty Scott

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ დუეტმა Gang Starr ახალი კომპოზიცია Get Together გაავრცელა. ჩანაწერი, რომელშიც Ne-Yo და Nitty Scott მონაწილეობენ, Gang Starr-ის ახალ ალბომში One Of The Best Yet შედის. სტუდიური ნამუშევარი 16-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიცა.

6. Leonard Cohen - Moving On

ლეგენდარული კანადელი მუსიკოსის, ლეონარდ კოენის წარმომადგენლებმა კომპოზიცია Moving On გაავრცელეს. აკუსტიკური ჩანაწერი გარდაცვლილი არტისტის ახალ ალბომში Thanks for the Dance შედის, რომელიც გაყიდვაში 22 ნოემბერს ჩაეშვა.

5. DJ Shadow - Been Use Ta ft. Pusha T

ამერიკელმა პროდიუსერმა, DJ Shadow-მ ახალი კომპოზიცია Been Use Ta გაავრცელა. ჩანაწერი, რომელშიც ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტერენს თორნტონი, ფსევდონიმით Pusha T, მონაწილეობს, შედოუს ახალ, ნოემბერში გამოშვებულ ორმაგ ალბომში Our Pathetic Age შედის.

4. FKA twigs - Mary Magdalene

ბრიტანელმა მუსიკოსმა FKA twigs ახალი კომპოზიცია Mary Magdalene გაავრცელა. სიმღერა არტისტის მეორე სტუდიურ ალბომში Magdalene არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 8 ნოემბერს ჩაეშვა.

3. Danger Mouse & Sparklehorse - Ninjarous ft. MF Doom

ამერიკელმა მუსიკოსმა Danger Mouse აქამდე გამოუცემელი კომპოზიცია Ninjarous გაავრცელა. ჩანაწერში ინდი როკ ჯგუფ Sparklehorse-ის გარდაცვლილი ფრონტმენი მარკ ლინკუსი, ასევე, ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი MF Doom და ჯგუფ The Black Keys-ის დრამერი, პატრიკ კარნი მონაწილეობენ.

2. Forest Swords - Swarm

ბრიტანელმა პროდიუსერმა მეთიუ ბარნსმა, სასცენო სახელით Forest Swords, ახალი კომპოზიცია Swarm და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერი ავსტრალიელი რეჟისორის, ლიამ იანგის ახალი ფილმის The Machine Air ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება.

1. Billie Eilish - Everything I Wanted

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა ახალი კომპოზიცია Everything I Wanted გაავრცელა. სიმღერაზე 17 წლის არტისტმა ძმასთან, ფინიასთან ერთად იმუშავა. ეს პირველი ტრეკია, რომელიც ბილიმ სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? გამოცემის შემდეგ გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული