Thumbnail

ფოტოგალერეა: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა მადლიერების დღე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

28 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მადლიერების დღე აღინიშნა. ტრადიციისამებრ, ამ დღეს ამერიკელები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად წვეულებას მართავენ და მათ მიმართ მადლიერებას გამოხატავენ.

ნახეთ, როგორ შეხვდნენ მუსიკოსები საყვარელ დღესასწაულს:

Jennifer Lopez

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად სხვადასხვა კერძი მოამზადა. სამზარეულოში ყოფნისას მათ შვილების გარემოცვაში ფოტო გადაიღეს. ჯეილომ სურათი ტვიტერზე გააზიარა წარწერით - "ძალიან მადლიერი ვარ დღეს და ყოველდღე". 

Mariah Carey

პოპვარსკვლავი მერაია ქერი დღესასწაულს ყოფილი ქმრის, მსახიობ ნიქ ქენონისა და შვილების გარემოცვაში შევხდა - "ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ცხოვრებაში მხვდა წილად".

Mariah Carey

არტისტი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

Katy Perry

კეტი პერი მადლიერების დღეს იაპონიაში საქმროსთან, მსახიობ ორლანდო ბლუმთან ერთად შეხვდა. ამერიკელი მუსიკოსი ქალაქ კიოტოში, ჩაის დაგემოვნების ტრადიციულ ცერემონიას დაესწრო.

Ciara

მომღერალმა სიარამ ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად მადლიერების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე გაატარა. მან ანიმატორების გვერდით ფოტოები გადაიღო და პიცაც დააგემოვნა. "რამდენიმე ნაჭერი პიცაც მივირთვი ჩემს ბიჭებთან ერთად", - წერს არტისტი.  

Ciara

სიარამ აღლუმზე გადაღებული კადრებიც გაავრცელა.

Jared Leto

პოპულარულმა მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯარედ ლეტომ საკუთარი ძალები სამზარეულოში მოსინჯა. "არ მანდოთ პიურეს კეთება", - დაწერა მან სოციალურ ქსელში მოგვიანებით.

Madonna

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, მადონამ უქმე დღეები სახლში გაატარა. "ერთადერთი, რაც მინდა, მშვიდობაა", - წერს სოციალურ ქსელში 61 წლის არტისტი.

Madonna

"და კიდევ, ამ დივნის მადლობელი ვარ", - დაამატა შვილთან ერთად წამოწოლილმა მადონამ.

Robbie Williams

ცნობილი ინგლისელი მომღერლის, რობი უილიამსის სადღესასწაულო სამზადისი კამერებმა გადაიღეს. როგორც არტისტი ინსტაგრამზე წერს, კადრებს ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.

Robbie Williams

რობი უილიამსის ცოლმა, აიდი ფილდმა კი ინსტაგრამზე ფოტო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ წყვილმა მადლიერების დღისთვის სპეციალური კუთხეც მოაწყო.  

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული