Thumbnail

ფრანგულმა ჯგუფმა Videoclub ახალი კომპოზიცია Mai და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. ნამუშევარი, სავარაუდოდ, მუსიკოსების სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოცემაც 2020 წელს იგეგმება.

► ნახეთ: Videoclub-მა XXXTentacion-ის ტრეკი What Are You So Afraid Of დააქავერა

► ნახეთ: Videoclub – En nuit

ინდი პოპ ჯგუფი Videoclub ადელ კასტიიონმა და მატიე რეინომ 2018 წლის სექტემბერში შექმნეს. მუსიკოსებს პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Amour plastique მოუტანა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული