Thumbnail

ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ Griselda გაყიდვაში ახალი ალბომი WWCD ჩაუშვა. ბუფალოელი ჰიპ ჰოპ არტისტების სტუდიური ნამუშევრიდან ჟანრის თაყვანისმცემლების ყურადღება ეპოქალური ემსის, ემინემის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Bang დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერის დისტრიბუციას სწორედ ემინემის ლეიბლი Shady Records უზრუნველყოფს.

► მოუსმინეთ: Griselda ახალ ალბომს WWCD ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Griselda - City On The Map Ft. 50 Cent 

Bang-ის რემიქსი კომპოზიციის ორიგინალი ვერსიისგან განსხვავებულია. თავდაპირველ ჩანაწერს, რომელშიც მხოლოდ ქანვეი და ემინემი მონაწილეობენ, გაერთიანების სხვა წევრების, ვესთსაიდ განისა და ბენი ბუჩერის ვერსები დაემატა.

► მოუსმინეთ: Eminem ქანვეის კომპოზიციაში Bang მონაწილეობს 

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრისელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული