Thumbnail

ლეგენდარული დეტროიტელი რეპერის, ემინემის მიერ დაარსებულმა ლეიბლმა Shady Records გაყიდვაში ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ კოლექტივის, Griselda-ს ახალი ალბომი WWCD ჩაუშვა. ნიუ იორკელი ემსიების სტუდიურ ნამუშევარში მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება ტრეკმა City On The Map მიიპყრო, რადგან მასში ამავე ქალაქის ვეტერანი წარმომადგენელი, ქუინსელი კურტის ჯექსონი, ფსევდონიმით 50 Cent მონაწილეობს. ჰიპ ჰოპის მსმენელისთვის ცნობილია, რომ ის ახალ ნამუშევრებს იშვიათად ავრცელებს.

► მოუსმინეთ: Griselda ახალ ალბომს WWCD ავრცელებს 

► ნახეთ: Conway ტრეკს Tito's Back ასრულებს  

► მოუსმინეთ: Eminem ქანვეის კომპოზიციაში Bang მონაწილეობს 

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრისელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული