Thumbnail

მაილი საირუსის ახალმა ვარცხნილობამ მის ფანებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით ფოტო გაავრცელა, რომელშიც თავს ახალი, ე.წ. მალეტის მსგავსი ვარცხნილობით იწონებს. 27 წლის არტისტის იმიჯმა მის თაყვანისმცემლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მათმა ნაწილმა მომღერლის სტილისტი, სალი ჰერშბერგერი ინსტაგრამზე გააკრიტიკა.

► მაილი საირუსმა ქირურგიული ოპერაციის გამო კონცერტები გადადო

► მაილი საირუსი: გოგონებს იმიტომ ვხვდებოდი, რომ მეგონა, კარგი ბიჭები არ არსებობდნენ

► ნახეთ: მაილი საირუსმა კლიპი Slide Away გაავრცელა, რომელიც ქმართან დაშორებას მიუძღვნა

View this post on Instagram

PUNK VIBE🤘🏻✂️🖤

A post shared by Sally Hershberger (@sallyhershberger) on

"ამაზე საშინელი ვარცხნილობა ცხოვრებაში არ მინახავს. ამის შემდეგ თავს სტილისტს უწოდებთ? ეს ფოტოები ახლა ყველა გამოცემის გვერდზე მოხვდება და მაილის მოძულეები ჩათვლიან, რომ მას კვლავ მენტალური კრიზისი აქვს, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

"ღმერთო, რა საშინელებაა. სასწრაფოდ უნდა გამოასწორო".

"თქვენ რა, გვეხუმრებით?".

მუსიკოსის ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა კი მის სტილისტს მხარი დაუჭირა:

"ამ ვარცხნილობას გასწორებული თმა არ უხდება. ეს უფრო მაილის შეცდომაა, ვიდრე სტილისტის. სახლში ხომ არ გამოგყვება და გაგიკონტროლებს, თმას როგორ იკეთებ? თუ, რა თქმა უნდა, ამაშიც არ უხდი ფულს". 

მაილის ახალ ვარცხნილობას მართლაც არაერთი ინტერნეტგამოცემა, მათ შორის ბრიტანული Vogue გამოეხმაურა. 

"ეს გააკეთა დევიდ ბოუიმ, ჯოან ჯეტიმ... და ახლა ამას აკეთებს მაილი საირუსი. ეჭვგარეშეა, მალეტის“ დრო დადგა", - დაწერა გამოცემამ ტვიტერზე.

მაილიმ "ვოგის" პოსტი გააზიარა და ინტერნეტმომხმარებლებს შეახსენა, რომ წლების წინ ამ ვარცხნილობას მამამისი, ქანთრი მუსიკოსი, ბილი რეი საირუსიც ატარებდა.

"ეს ჩვენს ოჯახშიც ბრუნავს", - წერს მაილი.

აღსანიშნავია, რამდენიმე დღის წინ მაილის დედამ, მსახიობმა ლეტისია ჯინ საირუსმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თავის შვილს თმას ჭრის. შესაძლოა, მაილიმ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, პროფესიონალი სტილისტისთვის მიემართა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული