Thumbnail

ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპ გაერთიანება Griselda ახალ ალბომს WWCD ავრცელებს. ბუფალოელი არტისტების: Westside Gunn, Conway The Machine და Benny The Butcher პროექტი, რომელიც მსხვილი ლეიბლის დახმარებით პირველად გამოიცა, 13 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ჩანაწერის ფარგლებში ნიუ იორკელმა რეპერებმა ისეთ გავლენიან კოლეგებთან ითანამშრომლეს, როგორებიც არიან: Eminem, 50 Cent და Raekwon.

► ნახეთ: Conway ტრეკს Tito's Back ასრულებს 

► მოუსმინეთ: DJ Premier - Headlines Ft. Westside Gunn, Conway & Benny 

► მოუსმინეთ: Eminem ქანვეის კომპოზიციაში Bang მონაწილეობს 

Griselda Records ვესთსაიდმა და ქანვეიმ 2014 წელს ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბუფალოში ჩამოაყალიბეს. ანდერგრაუნდ არტისტებმა 2016 წელს კოლექტივში მესამე წევრი, მათი ახლო მეგობარი Benny The Butcher აიყვანეს. თავდაპირველად რეპერები საკუთარ ნამუშევრებს თვითონვე ავრცელებდნენ, თუმცა, მათ მიმართ ინტერესის ზრდის შესაბამისად, "გრისელდამ" 2017 წელს ემინემის ლეიბლთან Shady გააფორმა კონტრაქტი, რომელიც მათი ალბომების დისტრიბუციას უზრუნველყოფს. ერთი წლის შემდეგ, ჯგუფი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, ჯეი ზის ლეიბლში Roc Nation გაწევრიანდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული