Thumbnail

კომპოზიციის Heartless გავრცელებიდან ორ დღეში, პოპულარულმა მუსიკოსმა The Weeknd მსმენელს მორიგი ახალი სიმღერა Blinding Lights შესთავაზა. წინა ნამუშევრისგან განსხვავებით, Blinding Lights უიქენდის ბოლო პერიოდის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ჟღერადობისაა. ტრეკი კანადელი არტისტის მომავალი ალბომის Chapter VI ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: The Weeknd - Heartless 

► ნახეთ: The Weeknd-მა ბევერლი ჰილსზე $25 მილიონად პენტჰაუზი შეიძინა 

► ნახეთ: The Weeknd, SZA და Travis Scott ვიდეორგოლს Power Is Power აქვეყნებენ 

უიქენდმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წლის მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოსცა. 2013-16 წლებში არტისტმა 3 სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა, რომლებმაც კომერციული წარმატება მოიპოვეს. 2018 წელს შემსრულებელმა EP სახელწოდებით My Dear Melancholy გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. სამი გრემის მფლობელი მომღერლის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. მუსიკოსის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ. ქელიმ იქონიეს. დღეს უიქენდი მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული