Thumbnail

ბილი აილიში: სიმღერას Everything I Wanted თავიდან სხვა სახელი დავარქვით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, Dr. Dre-ს მიერ დაარსებული ბრენდი Beats by Dr. Dre მოკლემეტრაჟიან ფილმს ავრცელებს, რომელშიც 17 წლის პოპვარსკვლავის, ბილი აილიშის ახალ სინგლზე Everything I Wanted მუშაობის პროცესია ასახული. ვიდეოში ბილი ამხელს, რომ თავდაპირველად სიმღერისთვის Nightmare-ს დარქმევას აპირებდნენ.

► ნახეთ: როგორ შეიცვალა ბილი აილიშის ცხოვრება ბოლო სამი წლის განმავლობაში

► ბილი აილიშის ძმა მომღერლის ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

► 17 წლის ბილი აილიშმა განმარტა, რატომ ელოდება დაბადების დღეს

"კომპოზიციას Everything I Wanted დავარქვით, თუმცა, რაღაც დროის განმავლობაში მას Nightmare-ს ვეძახდით", - იხსენებს ბილი.

არტისტი ვიდეოში სიმღერის შინაარსზეც საუბრობს:

"ჩემმა ძმამ, ფინიასმა მოიფიქრა ტექსტის ეს ნაწილი - "სანამ აქ ვარ, ვერავინ შეძლებს, გავნოს" (As long as I’m here, no one can hurt you). გადავწყვიტეთ, სიმღერა ჩვენს ურთიერთობაზე და იმაზე ყოფილიყო, თუ როგორ ვეხმარებით ერთმანეთს, როგორც ვაგვარებთ ყველაფერს ერთად".

13 ნოემბერს გავრცელებული კომპოზიცია Everything I Wanted, სავარაუდოდ, მომღერლის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელზეც ბილი ძმასთან ერთად მუშაობს.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებმა Ocean Eyes და Bad Guy მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული