Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთი კლიპს Closed On Sunday ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ჩიკაგოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქანიე ვესთმა კომპოზიციის Closed On Sunday ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც უაიომინგშის შტატშია გადაღებული. კლიპში მუსიკოსის ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი, წყვილის ოთხივე შვილი, ქანიეს მამა, რეი ვესთი, ასევე, კარდაშიანის და და დედა მონაწილეობენ. ტრეკი ვესთის 2019 წლის ალბომის Jesus Is King ერთ-ერთი სინგლია. 

► ქანიე ვესთი: მე საუკეთესო არტისტი ვარ, ვინც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია 

► ნახეთ: ქანიე ვესთმა პერფორმანსი ციხეში გამართა 

► ნახეთ: ქანიე ვესთის ახალ კლიპში Follow God მისი მამა მონაწილეობს

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული