Thumbnail

იუთუბზე პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, შაია აბრაამ-ჯოზეფის, ფსევდონიმით 21 Savage, ახალი კომპოზიცია On The Inside გავრცელდა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი ლეგენდარული პროდიუსერი Swizz Beatz გახლავთ. ჩანაწერი კრიმინალური ჟანრის სერიალის Godfather Of Harlem ერთ-ერთი საუნდტრეკია.

► ნახეთ: Alicia Keys და 21 Savage კლიპს Show Me Love ავრცელებენ 

► ნახეთ: Lil Durk და 21 Savage კლიპს Die Slow ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: 21 Savage - Immortal

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული