Thumbnail

ფრედი მერკურის დედა: მსურდა, ჩემს შვილს მერი ოსტინზე ექორწინა და შვილები ჰყოლოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის გარდაცვალების 28 წლისთავთან დაკავშირებით ინტერნეტში მუსიკოსის დედის, ჯერ ბულსარას ინტერვიუ გავრცელდა. გამოცემა The Telegraph-ის ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობდა ის მერი ოსტინზე, რომელთანაც ფრედის 1974 წლიდან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, დაშორების შემდეგ კი მისი ახლო მეგობარი იყო.

► რეალური ისტორია, თუ როგორ სთხოვა ხელი ფრედი მერკურიმ მერი ოსტინს

► Queen-ის სიმღერა, რომლის მოსმენაც ფრედი მერკურის დედას გულს ტკენდა

"მერი საყვარელი გოგონა იყო, რომელიც ვახშამზე ხშირად გვსტუმრობდა. მე მინდოდა, ფრედის და მას ექორწინათ, შვილები ჰყოლოდათ და ნორმალურად ეცხოვრათ. როცა ერთმანეთს დაშორდნენ, ვიცოდი, რომ მას ისევ უყვარდა ჩემი ბიჭი. ისინი ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ფრედის გარდაცვალების შემდეგ მერი აღარ მინახავს", - აღნიშნა მან. 

ჯერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ფრედიმ კენსინგტონის რეზიდენცია და ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები მერი ოსტინს უანდერძა, თავის მშობლებსა და დას კი ქონების მხოლოდ მცირე ნაწილი დაუტოვა, მერის მიმართ მტრული დამოკიდებულება არ გასჩენია.

"რატომაც არა? ის ჩვენთვის ოჯახის წევრივით იყო და დღემდე ასეა", - ამბობდა მუსიკოსის დედა.

ჯერი ბულსარა 2016 წლის 20 ნოემბერს, 94 წლის ასაკში, ფრედის სიკვდილიდან 25 წლის თავზე გარდაიცვალა. 

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. არტისტი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული