Thumbnail

Metro Boomin 2020 წელს ახალი ნამუშევრებით დაბრუნებას აანონსებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა გამოცემამ XXL მკითხველებს ტვიტერის საშუალებით ჰკითხა, მათი აზრით, 2020 წელს რომელი მუსიკოსი დაუბრუნდება მსმენელს ყველაზე წარმატებულად. პოსტი მოგვიანებით  თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა, ლელანდ უეინმა, იგივე Metro Boomin-მა გააზიარა.

► ნახეთ: Metro Boomin ვიდეორგოლს Space Cadet ავრცელებს 

"ოღონდ ნუ უწოდებთ ამას დაბრუნებას", - დააწერა მეთრომ პოსტს, რითიც მსმენელს მიანიშნა, რომ მომავალ წელს ახალ ნამუშევრებს გაავრცელებს.

მეთროს მომავალ ჩანაწერებში მისი და 21 Savage-ის ერთობლივი ალბომის Savage Mode მეორე ნაწილიც უნდა მოვიაზროთ, რომელიც კოლეგებმა ზაფხულში დააანონსეს. 

► 21 Savage: Metro Boomin და მე ალბომზე Savage Mode 2 ვმუშაობთ 

ახალგაზრდა თრეფ მუსიკოსი 2019 წელს მუსიკალურად ნაკლებად აქტიური გახლდათ. მისი წლევანდელი წარმატებული ნამუშევრებიდან ბრიტანელ მომღერალთან, ჯეიმს ბლექთან ერთად შექმნილი კომპოზიცია Mile High უნდა გამოვარჩიოთ. ამის გარდა, სწორედ მეთრო ბუმინი გახლავთ კანადელი არტისტის, The Weeknd-ის ტრეკის Heartless ინსტრუმენტალის ავტორი.

მეთრო ბუმინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. დღემდე მუსიკოსმა სამი კოლაბორაციული ნამუშევარი გაავრცელა. პირველი მათგანი 21 Savage-თან ერთად შექმნილი EP სახელწოდებით Savage Mode გახლავთ, რომელმაც შემსრულებლებს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 2017 წელს არტისტებმა კვლავ ითანამშრომლეს. მათ ოფიციალური მიქსტეიპი Without Warning გამოაქვეყნეს, რომელშიც ატლანტური თრეფ გაერთიანების Migos წევრი, Offset-იც მონაწილეობს. რამდენიმე თვეში კომერციულად წარმატებულმა პროდიუსერმა და დეტროიტელმა რეპერმა Big Sean გაყიდვაში ალბომი Double Or Nothing ჩაუშვეს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში მეთრომ არაერთი ჰიტის ინსტრუმენტალი დაწერა. 2018 წლის ნოემბერში კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Not All Heroes Wear Capes გაავრცელა, რომელმაც ოქროს სტატუსი მალევე მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული