Thumbnail

ნახეთ: Air-ის წევრი, ნიკოლა გოდენი ახალ კლიპს The Foundation ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ფრანგული დუეტის Air წევრი, ნიკოლა გოდენი ახალ კომპოზიციას The Foundation და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში კალიფორნიელი მუსიკოსი მეთიუ ურანგო, ფსევდონიმით Cola Boyy მონაწილეობს. სინგლი ნიკოლას რიგით მეორე სოლო ალბომში Concrete and Glass იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 იანვარს ჩაეშვება.

ნიკოლა გოდენმა ჯგუფი Air ჟან-ბენუა დუნკელთან ერთად 1995 წელს, ქალაქ ვერსალში შექმნა. სამი წლის შემდეგ მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Moon Safari გაავრცელეს. ჯგუფს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. 2015 წელს ნიკოლა გოდენმა პირველი სოლო ალბომი Contrepoint გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული