Thumbnail

ნახეთ: Young Thug, Travis Scott და Gunna ფესტივალ Astroworld-ზე

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეფრი ლამარ უილიამსი, ფსევდონიმით Young Thug, მსმენელის წინაშე ცნობილი კოლეგის, ტრევის სკოტის ფესტივალის Astroworld ფარგლებში წარდგა. მან სხვადასხვა კომპოზიციასთან ერთად ჩანაწერის Hot ალტერნატიული ვერსია შეასრულა, რომელშიც სწორედ ტრევისი და ახალგაზრდა რეპერი Gunna მონაწილეობენ. ორიგინალი ტრეკი ჯეფრის ახალგავრცელებულ ალბომში So Much Fun შედის.

► ნახეთ: Young Thug, Gunna და Travis Scott კლიპში Hot 

► ნახეთ: მესიჯი, რომელიც XXXTentacion-მა გარდაცვალებამდე Young Thug-ს გაუგზავნა 

► Travis Scott: ჩემი მუსიკა მხოლოდ ჰიპ ჰოპს არ მიეკუთვნება 

იანგ თაგმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მუსიკოსი ორიგინალური ვოკალითა და ჩაცმულობის ექსცენტრიკული სტილით გამოირჩევა. არტისტი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2014 წლის ტრეკით Stoner გახდა. 2017 წელს კი მან გაყიდვაში კომერციული მიქსტეიპი Beautiful Thugger Girls ჩაუშვა. 2019 წელს ჯეფრიმ სადებიუტო ალბომი So Much Fun გაავრცელა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული