Thumbnail

ნახეთ: Beyoncé-მ საახალწლოდ ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ საახალწლოდ ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ბრენდირებული ნივთების კოლექცია გამოუშვა. პრინტიან მაისურებთან, ჰუდებთან და სპორტულ შარვლებთან ერთად ვებგვერდზე shop.beyonce.com შესაძლებელია ნაძვის ხის სათამაშოების, საჩუქრის შესაფუთი ქაღალდების, ბროშების, ჭიქების, ნაჭრის ჩანთების, შარფების, მომღერლის პოსტერებისა და სხვა პროდუქციის შეძენა. მათი ფასი 15-დან 85 აშშ დოლარამდე მერყეობს. 

► Beyoncé-ს და Jay-Z-ის 7 წლის შვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

► ნახეთ: Beyonce დავით კომახიძის კაბაში

► ნახეთ: ლონდონში მადამ ტიუსოს მუზეუმს Beyoncé-ს ცვილის ფიგურა შეემატა

აღსანიშნავია, რომ ბიონსე სადღესასწაულო თემატიკის კოლექციას 2016 წლიდან ავრცელებს.

ბიონსე ნოულს-კარტერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. 23 გრემის მფლობელ არტისტს 100 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Single Ladies, Crazy In Love, Irreplaceable და Formation მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული