Thumbnail

ნახეთ: როგორ შეიცვალა ბილი აილიშის ცხოვრება ბოლო სამი წლის განმავლობაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბილი აილიშმა ჟურნალ Vanity Fair-ის პროექტში Time Capsule მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ყოველი წლის დასასრულს ერთსა და იმავე კითხვებს პასუხობს. ვიდეოები, რომლებიც 2017-19 წლებში არის ჩაწერილი, აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა გოგონას ცხოვრება პოპულარობის ზრდასთან ერთად.

► 17 წლის ბილი აილიშმა განმარტა, რატომ ელოდება დაბადების დღეს

► ბილი აილიშმა Grammy-ს რეკორდი მოხსნა

► ბილი აილიშის ძმა მომღერლის ახალი ალბომის შესახებ საუბრობს

იხილეთ ბილი აილიშის პასუხები წლების შესაბამისად:

რამდენი გამომწერი გყავს ინსტაგრამზე?

2017 - 257,000
2018 - 6,3 მილიონი
2019 - 40,7 მილიონი 

რამდენი მოწონება აქვს ინსტაგრამზე შენს ყველაზე პოპულარულ ფოტოს?

2017 - 69,608
2018 - 2,025,324
2019 - 10,320,429

Billie Eilish-ის აკრეფისას, რამდენ შედეგს აჩვენებს Google?

2017 - 1,13 მილიონი
2018 - 9,6 მილიონი
2019 - 152 მილიონი

რომელი ცნობილი ადამიანის ნომერი გიწერია მობილურში?

2017 - Khalid
2019 - დრეიქი, ჯასტინ ბიბერი, ჰეილი ბიბერი, არიანა გრანდე, ავრილ ლავინი, ტიანა ტეილორი, Young Thug, Ty Dolla $ign, Kid Cudi...

ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა, ვისთვისაც გიმღერია?

2017 - "ჯარედ ლეტოს სახლში მისთვის და მისი მეგობრებისთვის ვიმღერე". 
2018 - "ლეონარდო დიკაპრიოსთვის ვიმღერე ჯარედის უზარმაზარ მისაღებ ოთახში". 
2019 - "კოაჩელაზე ჩემს გამოსვლას ჯასტინ ბიბერი ადევნებდა თვალს, ეს ნამდვილი სიგიჟე იყო". 

ყველაზე დიდი მიღწევა კარიერაში

2017 - "Apple Music-მა თავის კამპანიაში Up Next ჩამრთო".
2018 - "ელენ დეჯენერესის და ჯიმი ფელონის შოუებში მიმიწვიეს. ფესტივალებში მივიღე მონაწილეობა. მხატვარ ტაკაში მურაკამის შევხვდი. დეივ გროლის შვილმა ჩემი სიმღერა დააქავერა, თავად დეივი კი გიტარით უწევდა აკომპანირებას".
2019 - "NBC-ის გადაცემის, Saturday Night Live-ის 2019 წლის სეზონი გავხსენი. ჩემი ფოტოები ჟურნალების: Rolling Stone, Elle, W და Billboard ყდებზე დაიბეჭდა. სადებიუტო ალბომი გამოვუშვი, ჩემი სინგლი Bad Guy ჩარტების სათავეში მოექცა, ალბომი კი წლის ყველაზე გაყიდვად სტუდიურ ჩანაწერად დასახელდა. დრეიქმა თავისი ნომერი მომცა".

თვლი, რომ წარმატებული ხარ?

2018 - "მგონი, კი. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ, მგონი, ნამდვილად წარმატებული ვარ". 
2019 - "ეჭვგარეშეა, რომ წარმატებული ვარ". 

ისურვებდი წარსულში დაბრუნებას, რომ ყველასათვის უცნობი ყოფილიყავი?

2019 - "მომწონს ჩემი დღევანდელი ცხოვრება. მომწონს პოპულარობა. ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ თან ძალიან მაგარია. თუმცა, ადრე ამ ყველაფერს ვერ ვიტანდი".

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებმა Ocean Eyes და Bad Guy მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული