Thumbnail

ნახეთ: Cardi B "პეპსის" საახალწლო რეკლამაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა ტრანსნაციონალურმა კორპორაცია PepsiCo წინასაახალწლოდ გამაგრილებელი სასმლის, Pepsi-ს რეკლამა გაავრცელა. ვიდეოში ქარდი ექსტრაორდინარული სანტა კლაუსის როლში გვევლინება და საჩუქრების ნაცვლად დოლარის კუპიურებს არიგებს, რომლებზეც თავადაა გამოსახული.

გრემის ნომინაციის მოპოვების შემდეგ, Cardi B ინსტაგრამზე შვილის ვიდეოს ავრცელებს

► ნახეთ: Cardi B ახალ ფრისტაილში ამბობს, რომ ალბომზე მუშაობას მალე დაასრულებს

► Cardi B: გოგონებო, არ მოწიოთ სიგარეტი, რათა ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ

რეკლამის სცენარის თანახმად, ბავშვობაში ბრონქსის რაიონში მცხოვრები ქარდი საშობაოდ დასთან ერთად საჩუქრებს ელოდა, თუმცა, ცუდი ყოფაქცევის გამო სანტამ დასაჯა და მხოლოდ მისი და დაასაჩუქრა. ამის შემდეგ ქარდიმ გადაწყვიტა, რომ, როდესაც გაიზრდებოდა, ყველა ბავშვი გაეხარებინა, განურჩევლად იმისა, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი მთელი წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ რეპერი Pepsi-ის რეკლამებში 2019 წლის თებერვლიდან მონაწილეობს. 

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული