Thumbnail

თინა თერნერი: დიახ, მე 80 წლის ვარ. როგორი წარმომედგინა ეს ასაკი?

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს, თინა თერნერს 26 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომღერალმა თაყვანისმცემლებს ტვიტერის საშუალებით მიმართა.

► თინა თერნერის შვილმა თავი მოიკლა

► 70 წელს გადაცილებული 20 ლეგენდარული მუსიკოსი

"დიახ, მე 80 წლის ვარ. როგორი მეგონა, ვიქნებოდი ამ ასაკში? ასეთი არა, როგორსაც მხედავთ. რა შეგრძნებაა? დიდებულად გამოვიყურები, თავს კარგად ვგრძნობ, ძალიან სერიოზული ავადმყოფობები გამოვიარე, რომელთა დაძლევის პროცესშიც ვარ. ასე რომ, ეს ასაკი ცხოვრებაში მოცემულ მეორე შანსს ჰგავს", - ამბობს არტისტი. 

როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებულმა თინა თერნერმა მუსიკალური კარიერა თავის ქმართან, აიქ თერნერთან ერთად დუეტში მოღვაწეობით დაიწყო. წყვილს პოპულარობა სინგლმა Proud Mary მოუტანა. თერნერმა წარმატებას 1984 წელს გამოშვებული სოლო ალბომით Private Dancer მიაღწია. მასში შესულმა ჰიტმა What's Love Got to Do with It შემსრულებელს გრემის ოთხი ჯილდო მოუტანა. არტისტს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჟურნალმა “როლინგ სთოუნმა“ ის ყველა დროის ას საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა. 1991 წელს თერნერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული