Thumbnail

პოპულარული კანადელი მუსიკოსი The Weeknd მსმენელს ერთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. არტისტმა ახალი კომპოზიცია Heartless გამოაქვეყნა. ჩანაწერი უიქენდის მომავალი ალბომის Chapter VI სინგლია. ვარაუდობენ, რომ არაერთი გრემის შემსრულებლის სტუდიური ნამუშევარი 2020 წლის პირველ ნახევარში გავრცელდება.

► ნახეთ: The Weeknd-მა ბევერლი ჰილსზე $25 მილიონად პენტჰაუზი შეიძინა 

► ნახეთ: The Weeknd, SZA და Travis Scott ვიდეორგოლს Power Is Power აქვეყნებენ 

► ნახეთ: Gesaffelstein და The Weeknd ტრეკზე Lost in the Fire გადაღებულ კლიპს ავრცელებენ 

Heartless შემსრულებლისთვის ექსპერიმენტული ნამუშევარია, რადგან კომპოზიცია თრეფ მიმდინარეობის ელემენტებს მოიცავს. ინსტრუმენტალის ავტორი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი Metro Boomin გახლავთ.

უიქენდმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წლის მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოსცა. 2013-16 წლებში არტისტმა 3 სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა, რომლებმაც კომერციული წარმატება მოიპოვეს. 2018 წელს შემსრულებელმა EP სახელწოდებით My Dear Melancholy გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. სამი გრემის მფლობელი მომღერლის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. მუსიკოსის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ. ქელიმ იქონიეს. დღეს უიქენდი მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული