Thumbnail

ნახეთ: კამილა კაბეიო კლიპს Living Proof ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

წარმოშობით კუბელი პოპვარსკვლავი, კამილა კაბეიო ახალ კომპოზიციაზე Living Proof გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპზე რეჟისორმა ალან ფერგიუსონმა იმუშავა.

► ნახეთ: კამილა კაბეიომ და შონ მენდესმა AMA-ზე ჰიტი Senorita შეასრულეს

► ნახეთ: კამილა კაბეიომ სიმღერები Cry For Me და Easy შეასრულა

► ნახეთ: კამილა კაბეიომ სიმღერაზე Liar კლიპი გადაიღო

სიმღერის ავტორები კამილასთან ერთად კანადელი მუსიკოსი შონ მენდესი და ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX არიან. 15 ნოემბერს გავრცელებული ტრეკი კაბეიოს მომავალ ალბომში Romance იქნება წარმოდგენილი, რომელიც 6 დეკემბერს გამოიცემა.

კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული "იქს ფაქტორის" მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. მან სადებიუტო სოლო ალბომი 2018 წელს გამოსცა. ჩანაწერის სინგლმა Havana მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველი პოზიცია დაიკავა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 839 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული